ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. გუდაური თბილისიდან დაახლოებით 120 კილომეტრშია. ზამთრის სეზონი გუდაურში დეკემბრიდან მარტამდე გრძელდება. გუდაური თბილისიდან 2 საათის სავალ გზაზე მდებარეობს. გუდაურში ჩასვლა შესაძლებელია მანქანით ან მიკრო ავტობუსით. მიკრო ავტობუსები დიდუბის ავტოსადგურიდან დადიან. გუდაურის გზა თოვლისგან ყოველთვის გაწმენდილია და ნებისმიერი ავტომანქანით ჩასვლა მარტივად არის შესაძლებელი. თუმცა დიდთოვლობის დროს გზაზე წესდება შეზღუდვები და გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის ნებადართული.
გუდაურში არსებული ბუნებრივი პირობები, სამთო-სათხილამურო კურორტის შექმნის მთავარი წინაპირობა აღმოჩნდა. პირველი საბაგირო გზა 1988 წელს აშენდა. დღეისათვის გუდაურში 14 საბაგირო გზაა და მათგან უმეტესი ცნობილი ავსტრიული კომპანიის „ დოპელმაიერის“ აშენებულია. ქვედა საბაგირო ზღვის დონიდან 1993 მეტრზე, ხოლო ზედა 3276 მეტრზე მდებარეობს